მერსედეს ორლეანელი
მერსედეს ორლეანელი | |
---|---|
Mercedes d'Orléans | |
ესპანეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 23 იანვარი 1878 |
მმართ. დასასრული: | 26 ივნისი 1878 |
წინამორბედი: | მარია ვიქტორია დელ პოცო |
მემკვიდრე: | მარია კრისტინა ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 ივნისი 1860 |
დაბ. ადგილი: | მადრიდი, ესპანეთი |
გარდ. თარიღი: | 26 ივნისი 1878, (18 წლის) |
გარდ. ადგილი: | მადრიდი, ესპანეთი |
მეუღლე: | ალფონსო XII, ესპანეთის მეფე |
სრული სახელი: | მარია დე ლას მერსედეს ისაბელ ფრანცისკა დე ასის ანტონია ლუისა ფერნანდა ფელიპა ამალია კრისტინა ფრანცისკა დე პაულა რომოლა რიტა კაიეტანა მანუელა ხუანა ჟოზეფა ხოაკინა ანა რაფაელა ფილომენა ტერეზა სანტისიმა ტრინიდად გასპარა მელკორა ბალთაზარა ეტ ომნი სანსტი დე ორლეან ი ბურბონი |
დინასტია: | ორლეანები |
მამა: | ანტუანი, მონტესპიერის ჰერცოგი |
დედა: | ლუისა ფერნანდა ესპანელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მერსედეს ორლეანელი (ფრანგ. Mercedes d'Orléans, ესპ. Mercedes de Orleans; დ. 24 ივნისი 1860, მადრიდი, ესპანეთი - გ. 26 ივნისი 1878, მადრიდი, ესპანეთი) — ორლეანების დინასტიის წარმომადგენელი. მონტესპიერის ჰერცოგ ანტუან დე ბურბონისა და მისი ცოლის, ინფანტა ლუისა ფერნანდა ესპანელის ქალიშვილი. ესპანეთის დედოფალი 1878 წლის 23 იანვრიდან 26 ივნისამდე, როგორც ალფონსო XII-ის პირველი ცოლი.
ოჯახი და აღზრდა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მერსედესი დაიბადა 1860 წლის 24 ივნისს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. იგი იყო მონტესპიერის ჰერცოგ ანტუან დე ბურბონისა და ინფანტა ლუისა ფერნანდა ესპანელის ქალიშვილი. მამის ხაზით მისი ბებია-პაპა იყვნენ საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპ I და მისი ცოლი, დედოფალი მარია ამალია სიცილიელი, ხოლო დედის ხაზით, ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII და მისი მეოთხე ცოლი, დედოფალი მარია კრისტინა სიცილიელი. მის მშობლებს ცხრა შვილი ჰყავდათ, რომელთაგან მხოლოდ ოთხმა მიაღწია ოც წლამდე. დაბადებიდან მალევე მერსედესი კათოლიკედ მონათლეს. მისი ნათლია იყო დეიდამისი, ესპანეთის დედოფალი ისაბელ II. მისი ნათლობის სახელია: მარია დე ლას მერსედეს ისაბელ ფრანცისკა დე ასის ანტონია ლუისა ფერნანდა ფელიპა ამალია კრისტინა ფრანცისკა დე პაულა რომოლა რიტა კაიეტანა მანუელა ხუანა ჟოზეფა ხოაკინა ანა რაფაელა ფილომენა ტერეზა სანტისიმა ტრინიდად გასპარა მელკორა ბალთაზარა ეტ ომნი სანსტი დე ორლეან ი ბურბონი.
მიუხედავად იმისა, რომ მერსედესი წარმომავლობით საფრანგეთის პრინცესა იყო, იგი დედის სამშობლოში, ანუ ესპანეთში დაიბადა და ცხოვრების პირველი რვა წელიც იქ გაატარა. იგი დასასვენებლად სან ტელმოსა და ანდალუზიაში დადიოდა ხოლმე. ასევე ძალიან პოპულარული იყო მადრიდის სამეფო სასახლეში.
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1868 წელს მერსედესის დეიდა, ესპანეთის დედოფალი ისაბელ II ტახტიდან ჩამოაგდეს, რის გამოც სამეფო ოჯახი, მერსედესთან ერთად ესპანეთიდან გაიქცა. სამეფო ოჯახი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დასახლდა. გავრცელებული ინფორმაციით მერსედესი სწორედ აქ, 1872 წელს შეხვდა თავის მომავალ საქმროსა და დეიდაშვილს, ასტურიის პრინც ალფონსო დე ბურბონს, რომელიც ასევე დევნილობაში იყო. 1874 წელს ესპანეთში მონარქია აღდგა, ტახტზე ალფონსო XII ავიდა და სამეფო ოჯახიც მადრიდს დაუბრუნდა.
1878 წლის 23 იანვარს ალფონსო XII და მერსედეს ორლეანელი მადრიდში, ატოჩას ეკლესიაში დაქორწინდნენ, რასად დიდი ბალ-მასკარადი მოჰყვა. ალფონსომ მერსედესზე ქორწინებით დედას, დედა-დედოფალ ისაბელას იმედი გაუცრუა, რადგან მას თავისი ვაჟის მადრიდის ჰერცოგ კარლოსის ქალიშვილზე, ბლანკა დე ბურბონზე დაქორწინება სურდა.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქორწილიდან მალევე დაიწყო დედოფალ მერსედესის მდგომარეობის გაუარესება. მალე დადგინდა, რომ მას მუცლის ტიფი შეჰყროდა, რაც იმ დროში განუკურნებელი დაავადება იყო. ამ პერიოდში დედოფალი დაფეხმძიმდა, თუმცა დაავადების გამო რამდენიმე კვირაშივე მოეშალა მუცელი. 1878 წლის ივნისის დასაწყისში დედოფალმა გონება დაკარგა, რაც რამდენიმე დღეს გაგრძელდა. ამავე წლის 26 ივნისს, ქორწინებიდან 6 თვეში, თავისი დაბადებიდან ორ დღეში დედოფალი მერსედეს ორლეანელი 18 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 24 ივნისი 1860 - 23 იანვარი 1878: მისი სამეფო უმაღლესობა ინფანტა დონა მერსედეს ესპანელი, ორლეანის პრინცესა
- 23 იანვარი 1878 - 26 ივნისი 1878: მისი უდიდებულესობა ესპანეთის დედოფალი
გერბი და მონოგრამა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
მერსედესის გერბი
-
მერსედესის სამეფო მონოგრამა
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Willis, Daniel, The Descendants of Louis XIII, Clearfield Co., Inc., Baltimore, Maryland, 1999, p. 194; ISBN 0-8063-4942-5.
- "02 Nov 1878 - The Death of the Young Queen of Spain. - Trove". Nla.gov.au. Retrieved 2018-07-06.
- MCNBiografias.com. "María de las Mercedes. Reina de España (1860-1878) » MCNBiografias.com".
- País, Ediciones El (9 November 2000). "Cumplida la última voluntad de una reina".
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- http://www.unofficialroyalty.com/maria-de-las-mercedes-of-orleans-queen-of-spain/
- http://www.gogmsite.net/iberian-style-in-the-bustle/subalbum-queen-maria-de-las/1878-mercedes-of-orleans-qu.html
- https://www.findagrave.com/memorial/109925418/maria_de_las_mercedes-of_orl%C3%A9ans
მერსედეს ორლეანელი დაიბადა: 24 ივნისი 1860 გარდაიცვალა: 26 ივნისი 1878
| ||
წინამორბედი: მარია ვიქტორია დელ პოცო |
ესპანეთის დედოფალი 23 იანვარი 1878 - 26 ივნისი 1878 |
შემდეგი: მარია კრისტინა ავსტრიელი |
|